საქართველოს კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში“ დამატების შეტანის შესახებ
„საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის („საქართველოს პარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წწ., №27-30, მუხ. 642) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთობლივი პროგრამის განხორციელების პერიოდში და მის ფარგლებში ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გასცეს სესხი 5 წლამდე ვადითა და წლიური 15 პროცენტამდე საპროცენტო განაკვეთით“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 21 თებერვალი.
№591–IIს