საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და და დამატებათა შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
583
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-02-21
გამოქვეყნების თარიღი
1997-03-15
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.189
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 232-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„დროებითი შრომისუუნარობის გამო დაქირავებულთათვის საავადმყოფო ფურცელებით ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ 5 დღემდე, ხოლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 დღისა”.

2. შეიცვალოს 235-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ აბზაცში სიტყვები „60 წელი“ სიტყვებით „65 წელი“, ხოლო მეორე აბზაცში – სიტყვები „55 წელი“ სიტყვებით „60 წელი“.

II. გარდამავალი დებულება:

საპენსიო ასაკის გაზრდა არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც  პენსია დაენიშნათ 1996 წლის თებერვლამდე.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი.

№583 – IIს

კრებსითი — სრული ვერსია