საქართველოს მთავრობის
დადგენილება №281
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს ცვლილება და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვროს ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) დადგენილი წესით წარმოადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს განახლებული შემადგენლობა.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე