|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ - ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|