„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
98
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-11
სარეგისტრაციო კოდი
330110000.10.003.018483
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №98

2015 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. კომისიამ უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილების დანართით №2 განსაზღვრული არაგეოგრაფიული ზონის კოდების (NDC)- 200-299 რეზერვიდან მოკლე ნომრის - 2-0-1-5, ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით,  უსასყიდლოდ,  დროებით,  2015  წლის 1 მაისიდან 2015  წლის  20  აგვისტომდე  ა(ა)იპ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის  მინიჭება, საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული ნომრის აკრეფა განხორციელდეს დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია