|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №01-31 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: №150140000.22.030.016127) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების დიზაინის უზრუნველყოფა, პორტალის ვიზუალური ელემენტებით გამდიდრება, ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალების განახლება.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|