|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 სექტემბრის №66 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 10/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016191) დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან ტრანსპორტის მიმართულებით; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №13 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის დებულების ცოდნა; გ) ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების გაანგარიშების პროგრამული უზრუნველყოფის (COPERT) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; დ) მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ე) კვალიფიკაცია რიცხვითი მონაცემების დამუშავების მეთოდებისა და მოდელების გამოყენებაში; ვ) ინფორმაციის მოძიებისა და მოძიებული მასალების დამუშავების გამოცდილება; ზ) გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემასთან (ArcGIS) მუშაობის გამოცდილება; თ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად); ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-ძალიან კარგად, Power Point- ძალიან კარგად, Microsoft Access - ძალიან კარგად, ArcGIS - კარგად) ცოდნა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|