,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-26
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.116.016246
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2015 წლის 26 თებერვალი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 26/01/2015 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016243)  შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. საკრებულოს წევრის მიერ  ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალება  საკრებულოს, საკრებულოს კომისიების,  საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში  მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.“;

ბ) მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია