|
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არა რიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ“. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №38 დადგენილებაში (სსმ, 190020020.35.119.016194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკრებულოს წევრებს რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის თითოეულს მიეცეს თანხა თვეში 420 ლარის ოდენობით“. |
| მუხლი 2 |
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურმა უზრუნველყოს ყოველთვიურად 420 ლარის დარიცხვა და საკრებულოს შესაბამისი წევრის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვა. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|