„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში, ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-11
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.171.016058
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში, ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში, ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის    24-ე მუხლის  1-ლი პუნქტის  ,,გ.ბ.“  ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 07/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე

კრებსითი — სრული ვერსია