„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2015-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-04
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.018411
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2015 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №303 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2014, 430210000.10.003.017923) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 41 მუხლი  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 1 იანვრამდე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისათვის“ გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 32 04 03).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია