„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2015-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-29
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.156.016199
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

             დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2015 წლის 27 იანვარი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74   დადგენილებაში  ((www.matsne.gov.ge), 15/12/2014, 270070000.35.156.016192) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 1.  განისაზღვროს საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით“.     

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია