|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის N21 დადგენილების (www.matsne.gov.ge 01/08/2014; 010260030.35.144.016154) ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” დებულებიდან ამოღებულ იქნას მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის კ) ქვეპუნქტი და მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|