|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება :
ა) ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი; ბ) ამოღებული იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|