|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში (ვებგვერდი, 08/08/2014, ს/კოდი: 010260020.35.140.016105), კერძოდ: |
ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 09 იანვრიდან. |
|