საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2420
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018374
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2420

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის განხორციელების მიზნით გასატარებელ  ღონისძიებათა შესახებ

„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქარ­თვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პროგრამის“ დამტკიცებამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად , განახორციელოს „შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევასთან“ დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმირების პროგრამისთვის“ (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში. 

პრემიერ-მინისტრი                        ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია