„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. „გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ“ გაეროს კონვენციის რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივნისის დადგენილებით რატიფიცირებული „გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა“.
2. „გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამით“ გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.
|