„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2014-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-29
სარეგისტრაციო კოდი
020080160.41.046.016008
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ
 

კონკურე ნციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №32

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და VII თავის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1)
მუხლი 2
დამტკიცდეს ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3
მკაცრი აღრიცხვის ფორმების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ბეჭდვა განხორციელდეს დამცავი მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადგილზე შემოწმების ოქმის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგება განხორციელდეს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ნოემბრის №19 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია