დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მიღების თარიღი
2014-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-23
დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში

,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ 49- ე მუხლის შესაბამისად   და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , წარმოგიდგენთ   დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიშს :

 

ა ) დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემოვიდა 12 ( თორმეტი ) მოთხოვნა , საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე . საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე , რესურსცენტრში   მოთხოვნა არ შემოსულა . ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული .

 

ბ ) დაკმაყოფილდა 12 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ .

გ ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე შემოსულია 12 მოთხოვნა . საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების , შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა , პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ   დაფიქსირებულა .

 

დ ) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში , ადიგნის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა .

 

ე ) ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრს   საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები .

 

ვ ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის ,, ზ ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ , რომ ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა . რესურსცენტრის   მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა . აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე .

 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე , ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოგიდგენთ 2014 წლის წლიურ ანგარიშს   ცხრილის სახით :

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

12

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

12

პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან , აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების , მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის

უფროსის მოვალეობის შემსრულებელი       

შორენა ჭიტაძე - ლობჯანიძე

    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია