„ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.146.016083
„ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2014 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №13 დადგენილებით (სსმ, 15, 24/08/2010; 010260020.35.146.000401) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“  ქვეპუნქტები:

„რ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად“;

„ს) ელექტრონული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე

კრებსითი — სრული ვერსია