„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
54
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016264
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე–20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის   ჩატარების და საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის  წესის   დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  07/11/2014   010250020.35.160.016253)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

ბ.  დადგენილების დანართის მე-4  მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს  მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულო უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, დანიშნოს მერი ან მისი მოადგილე.”

გ. დადგენილების დანართის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4.  კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, გასაუბრების შედეგების შესაფასებლად გამოიყენონ დანართ №3-ში მოცემული შეფასების ფორმა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

კრებსითი — სრული ვერსია