შეტანილ იქნას ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №26 დადგენილებაში (ვებგვერდი 06/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016026) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:
,,მუხლი 14.
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ბენეფიციარის ელენე ლაზარაშვილის ბინის ქირის გადასახადი 2014 წლის დეკემბრის თვეში - 150 ლარის ოდენობით.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.’’
|