„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
56
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016143
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2014 წლის 11 დეკემბერი

დ. ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 05 აგვისტოს #18 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 08/08/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016105) და დანართის მე-7  და მე-11 მუხლები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) გამგებლის მოადგილეები“.

შევიდეს ცვლილება დებულების მე-11 მუხლის დასახელებაში და ამავე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში:

,,მუხლი 11. გამგებლის მოადგილეები

1. გამგებლის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  57-ე მუხლით და გამგებლის  მიერ ფუნქციების განაწილების ბრძანების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მათ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ დარგებს.

2. გამგებლის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის წინაშე.

3. გამგებლის მოადგილეებს, ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია