ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
667
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2026-05-15
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.018287
ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №667

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ­ლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკის რეგულირებად სფერო­ე­ბად განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზ­ღვრებში:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ა​1) ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

დ) საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზ­ღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება;

ე) საქართველოს დედაქალაქში – თბილისში საბაგირო გზით − „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით − „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით − „უნივერსიტეტი-ბაგები“ − მგზავრთა გადაყვანა.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №419 -  ვებგვერდი, 26.08.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2  მარტის დადგენილება №112 -  ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 12.04.2021წ.
მუხლი 11
ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განისაზღვროს 2028 წლის 1 აპრილამდე.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის დადგენილება №122 – ვებგვერდი, 11.03.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 მაისის დადგენილება №199 - ვებგვერდი, 19.05.2026წ.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული საქმიანობის რეგული­რების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შე­სა­ბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვ­რი­დან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია