|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016174) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
აბაშას მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 იანვრის დადგენილება N4 - ვებგვერდი, 23.01.2015წ.
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ჩ) თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ე”, ,,ზ”, ,,თ”, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,რ“, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“, ,,შ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.".
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|