„ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
629
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-27
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.018248
„ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №629

2014 წლის 25 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

„ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტრო­ნუ­ლი მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისი­ის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილება (სსმ, 20/12/2007).
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ნორ­მატიული აქტით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს მთავრობის ად­­­­მინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთა­­­ვ­რობის 2014 წლის 19 ნოემბრის №626 დადგენილების ამოქმე­დე­ბის­თანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია