„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.108.016198
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №63

2014 წლის 20 ნოემბერი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 23 ოქტომბრის N58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 30/10/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.108.016193)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა)  დადგენილების დანართი N1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირების,  სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების, მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) დამაკმაყოფილებელი ცოდნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 18 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი

კრებსითი — სრული ვერსია