„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №14 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 30/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ამასთან, საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტებზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“.
|