„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-13
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.132.016238
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 10 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმ­­მართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის (დანართი 1) მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

  1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ობიექტთა აღდგენითი სამუშაოები.

   2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) მიერ განხორციელებული მშენებლობები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია