,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N23 დადგენილების დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე–5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, სიტყვა „სამდივნო“ შეიცვალოს სიტყვებით „სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება“.
2. დებულების მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
საკრებულოს კომისიებს, თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს, მოხელეებს და მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ დახმარებას და კონსულტაციებს. უზრუნველყოფს საკრებულოში მომზადებული დოკუმენტაციის კანონშესაბამისობას.“
|