„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2018-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.104.016199
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
(ძალადაკარგულია - 31.08.2018, №34)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №53

2014 წლის  31 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:   

ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ)  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი დანართი №2-ის შესაბამისად.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი №1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

 


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
1.  წინამდებარე წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 2
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, რომელიც არ ანაზღაურდება;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა მიღება ხორცილდება ყოველწლიურად, ორნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის - მარტში.
3. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებ.გვერდის მეშვეობით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


თავი II
სტაჟიორის სტატუსი

მუხლი 3
  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
ე) უნდა იცოდეს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 4
1. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების (რომელ ორგანოშიც სურს სტაჟირება) სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).
2. კონკრეტულ სამსახურებში სტაჟიორების შერჩევისათვის დაწესდება დამატებითი პირობები, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან შეთანხმებით.
3. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირთან.
4. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომლებიც განსაზღვრავენ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
5. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს.
6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ერთეულს, ხოლო საკრებულოს აპარატში – 6 ერთეულს.
7. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება დღის 11 სთ–დან 16–სთ–მდე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


თავი III
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები

მუხლი 5
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურეობრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესს.
ბ) დაესწროს მერიისა და საკრებულოს თათბირებსა და სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.

მუხლი 6
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
ბ) დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა;
გ) გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.

თავი IV
წალენჯიხის მუნიციალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის  ორგანოების ხელმძღვანელი პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ

მუხლი 7
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

თავი V
სტაჟირების სხვა პირობები

მუხლი 8
1. სტაჟირების შეწყვეტი საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღი სგანმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხოლო საკრებულოში-საკრებულოს აპარატის უფროსი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


თავი VI
სტაჟირების დასრულება და სერტიფიკატის გაცემა

მუხლი 9
1. სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ( მერი/საკრებულოს თავმჯდომარე) სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2. სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.



დანართი №2

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 მაისის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 08.06.2018წ.


             წალენჯიხის მუნიციპალიტეტის -------------------------------------

                                                                               (ადგილობრივი თვითმმ. ორგანო)          

 

              სტაჟირების გავლის  დამადასტურებელი

 

 

სერტიფიკატი №

 

 

სერტიფიკატი    ეძლევა

       

 

                                          -------------------------------------------------

 

             წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის

     ორგანოში /მერია, საკრებულო/ სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის

 

 

 

        ----------------------------                                                                   ----------------------------

 

              ხელმოწერა                                                                                              თარიღი

 

                 ბ. ა

 


კრებსითი — სრული ვერსია