წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-05
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.104.016197
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 05.12.2014, N62)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №51

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი~-s 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და “ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2014 წლის 30 სექტემბრის №46 დადგენილება.
მუხლი 3
1. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რაგნირებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა

№

თანამდებობათა დასახელება

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

 

2650

2.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

1700

3.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

 

1350

4.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

1350

წამყვანი საჯარო თანამდებობა

5.

 აპარატის უფროსი

1

1000

უფროსი საჯარო თანამდებობა

6.

 განყოფილების უფროსი

3

810

7.

 თანაშემწე

1

790

8.

მთავარი სპეციალისტი

4

560

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9.

წამყვანი სპეციალისტი

6

520

 


კრებსითი — სრული ვერსია