,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-07
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.016249
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №20 დადგენილების (სსმ 22.09.2014 010250040.35.160.016230) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 12. საკრებულოს აპარატის  ხელმძღვანელობა

 1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.

 2. საკრებულოს აპარატის უფროსის არყოფნის  (მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის)  შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს აპარატის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

კრებსითი — სრული ვერსია