აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2017-06-29
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.110.016181
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
(ძალადაკარგულია - 29.06.2017, №16)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და  სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვის თაობაზე” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოები

(ლარებში)

 

მთავარი საჯარო თანამდებობა

1

გამგებელი

2620

2

გამგებლის  პირველი  მოადგილე

1970

3

გამგებლის მოადგილე

1770

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

4

სამსახურის  უფროსი

1470

 

უფროსი საჯარო თანამდებობა

5

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი

1030

6

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

1030

7

გამგებლის თანაშემწე

900

8

მთავარი სპეციალისტი

800

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9

წამყვანი სპეციალისტი

700

10

უფროსი სპეციალისტი

600

11

სპეციალისტი

550

 აბაშის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2015  წლის 21  აპრილის   დადგენილება  №16 -  ვებგვერდი , 22.04.2015 წ .

აბაშის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება  №29 -  ვებგვერდი , 04.01.2017 წ .

აბაშის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2017 წლის 17 თებერვლის დადგენილება  №5 -  ვებგვერდი , 21.02.2017 წ .


კრებსითი — სრული ვერსია