„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №16 დადგენილებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდი matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016095) შევიდეს ცვლილებები და დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 26 დეკემბრისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად;
თ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 15 იანვრისა.“.
|