„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-29
სარეგისტრაციო კოდი
190040000.32.057.016187
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №34

2014 წლის 16 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში (სსმ, 13.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.32.057.016180) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

     „3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომის თანამდებობის პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმე­ბულ პირებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია