საქარ თველოს მთავრობის
განკარგულება № 1912
2014 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) მოახდინოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
2. დეპარტამენტმა 2015 წელს უზრუნველყოს:
ა)წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა;
ბ)წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.
3 . საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებ მა , საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი