„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1908
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017893
„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქარ თველოს მთავრობის

განკარგულება № 1908

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №258 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ (შემდგომში - კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად 36 100 000 (ოცდა თექვსმეტი მილიონ ასი ათასი) ლარის კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვა სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის და წყალსაცავების მშენებლობის, საწარმოო ტექნიკური ბაზების მოწყობის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობების, დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით; “.

პრემიერ-მინისტრი                                                ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია