1. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 08.10.2014. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №34 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11. 2015 წლის 1 ივლისამდე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი დადგინდეს მაქსიმალურ ქულათა 60%-ის ოდენობით.’’.
|