საქმე № 2/ 2 33
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლი ს 16 ოქტომბერი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2007 წლის 9 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსული იქნა სს ,, ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის “ (სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით სს ,, ხაოიანი ქსოვილების ქარხანა“) დირექტორის მურთაზ მაჩიტიძის განცხადება და თანდართული მასალები საზოგადოების გადახდისუუნარობისა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის მოტივით გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ , რაც 2007 წლის 12 იანვარს მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში .
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსულია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება კრედიტორთა რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად განსაზღვრის თაობაზე თანხით 46184,28 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია , რომ უნდა დაინიშნოს სს ,, ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის “ კრედიტორთა კრება .
სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე , 285- ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეული იქნეს სს ,, ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის “ კრედიტორთა კრება 201 4 წლის 29 ოქტომბერს 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით :
ა ) კრედიტორთა მოთხოვნის შემოწმება.
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . № 11 მესამე სართული , სხდომის დარბაზი № 3 ).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . ქ . ქუთაისი კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .
მოსამართლე გენადი მაკარიძე