ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2017-08-11
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016181
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 11.08.2017, №17)

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №47

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  და ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №31 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2014; 270070000.35.144.016164).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (თვეში, ლარებში)

1

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებელი

2650

2

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის პირველი მოადგილე

1700

2

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის მოადგილე

1600

3

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი – სამსახურის უფროსი

1000

4

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის წარმომადგენელი

1000

6

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

7

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის თანაშემწე

790

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვანი სპეციალისტი

560

9

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი

450

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 06.07.2017წ. 

 


კრებსითი — სრული ვერსია