„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 16/07/2014, 010320000.10.003.018069) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე პრემიის გაცემისას პრემიის ოდენობის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი სარგო.“.