„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-27
სარეგისტრაციო კოდი
470230000.35.154.016193
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 20 ოქტომბერი

დ. თიანეთი

 

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქათველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად  დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №13 დადგენილებაში (ს.ს.მ470230000.35.154.016131) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული  „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად  დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. კომისიის მუშაობაში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში“.

2. ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი.
3.  მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„12. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე“. 

4.   მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. მიღებული ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური

კრებსითი — სრული ვერსია