„ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016206
„ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №46  დადგენილებით დამტკიცებული (ვებგვერდი www.matscne.gov.ge 30/09/2014, 010250020.35.119.016202) დანართში №1 შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა“ - პირებს, რომელთაც დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,25 ჰა ოდენობის მიწის ნაკვეთი.

2. მე-2 თავის მე-2  მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3“. ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი, ნიადაგის კვლევის ხარჯების 80% ფინანსდება დახმარებით, ხოლო 20% თავად ბენეფიციარის მიერ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე

კრებსითი — სრული ვერსია