,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.165.016155
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №47

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. საგარეჯო

 

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის  მე–4 პუნქტის შესაბამისად  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N 29 დადგენილებით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება, დებულებას დაემატოს  შემდეგი  შინაარსის 141  მუხლი:

 

„მუხლი 141.   გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2014 წლის 23 სექტემბერის #69 ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული

კრებსითი — სრული ვერსია