„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/08/2013, 280120000.10.003.017378) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ვ“ ,,კ“ და ,,ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე:“.
2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) უზრუნველყოფს კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების გადახდას.“.
|