სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-191
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-09-19
გამოქვეყნების თარიღი
2015-12-14
სარეგისტრაციო კოდი
480610000.22.030.016113
სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 14.12.2015, №01-327)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-191

2014 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სავიზო განაცხადის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „უცხოელთა  და  მოქალაქეობის  არმქონე  პირთა  სამართლებრივი  მდგომარეობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისა და საკონსულო დაწესებულებისათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1–ის შესაბამისად;

ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენი სავიზო განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2–ის შესაბამისად;

გ) სავიზო განაცხადის შევსების წესი ამ ბრძანების დანართი №3–ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი

კრებსითი — სრული ვერსია