|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №14 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 03.09.2014წ, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016109) დამტკიცებულ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“-ში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის მე-2 მუხლს დაემატოს „ე“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საპრემიო კომისია - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და საკრებულოში შექმნილი კომისია, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას.“; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემდგომ თანამდებობის პირებზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემია გაიცემა საკრებულოსა და გამგეობაში შექმნილი საპრემიო კომისიის შესაბამისი ოქმის საფუძველზე.“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 19 სექტემბრიდან. |
|