„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის - „112“-ის, მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ან დაკავშირების სხვა ალტერნატიული არხების მეშვეობით.“.
|