ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს N199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016231
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს N199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №21

2014 წლის 17 სექტემბერი

ქ. რუსთავი

 

ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №199 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №199 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 27/08/2013; 010250020.35.160.016183) და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: 

„მუხლი 11

ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ნაცვლად დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნისა, ჩარიცხვა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგნოდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

კრებსითი — სრული ვერსია